!["ასეთი დანაშაული ჩვენთან ოთხმოცდაათიანი წლების შემდეგ არ მომხდარა" "ასეთი დანაშაული ჩვენთან ოთხმოცდაათიანი წლების შემდეგ არ მომხდარა"](http://presa.ge/img/multimedia/a25771.jpg)
"ასეთი დანაშაული ჩვენთან ოთხმოცდაათიანი წლების შემდეგ არ მომხდარა"
06:22:57     10-10-2013
”პრესა.ჯი”-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას შს სამინისტრში არც უაყროფენ და არც ადასტურებენ.
ეს მაშინ, როცა შემთხვევის ადგილზე მისულ ჩვენს კორესპონდენტს დაზარალებულის მეზობლებმა არათუ ყაჩაღობის ფაქტი დაუდასტურეს, არამედ პოლიციის უმოქმედობისა და გაუარესებული კრიმინალური მდგომარეობის შესახებაც გამოხატეს შეშფოთება.
"საშინელება მოხდა. ოჯახში შევარდნენ და ბავშვს მოკვლით ემუქრებოდნენ. პოლიცია გვამშვიდებს, დამნაშავეებს დავიჭერთო. თუმცა, ასეთი დანაშაული ჩვენთან, უბანში, ოთხმოცდაათიანი წლების შემდეგ არ მომხდარა. საღამოს ეზოში ჩასვლისაც კი გვეშინია", - უთხრა "პრესა.ჯი"-ს დაყაჩაღებული ღუდუშაურების მეზობელმა.
დამატებითი დეტალების გადამოწმება ჩვენ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანთან შევეცადეთ და მომხრადის დეტალების გარკვევის პირობაც მივიღეთ.
ნინო გიორგობიანი: "აღნიშნულ ინფორმაციას არ ვფლობ. გაგირკვევთ"...
შეგახენებთ, რომ რამოდენიმე წუთის წინ ”პრესა.ჯი”-სთვის მორიგი კრიმინალური ფაქტის შესახებ გახდა ცნობილი: ორი შეიარაღებული პირი, დიღმის მასივში, მეხუთე კვარტლის მეოთხე კორპუსში ღუდუშაურების ოჯახს თავს დაესხა. მძარცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი პატარა ბავშვს დაადეს და მას მოკვლით ემუქრებოდნენ. თავდამსმელთაგან ერთ-ერთი ცივი იარაღითაც იყო შეიარაღებული.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მძარცველებმა ოჯახიდან გარკვეული რაოდენობის თანხისა და ოქროულობის გატანა შეძლეს. ეწვიტანილები არ დაუკავებიათ.