
ექსკლუზივი: ბიძინა ივანიშვილს და მის ძმას, ყოფილი ბიზნესმენი მის გაკოტრებაში ადანაშაულებს
17:01:45     09-10-2013
ყოფილი ბიზნესმენი გენტორ გაფრინდაშვილი ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ ბანკს ტერორში ადანაშაულებს. “პრესა.ჯი”-სთვის მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუდან შეიტყობთ, რა კორუფციული სქემა დაგეგმეს „როსიისკი კრედიტის” მფლობელებმა, ძმებმა ივანიშვილებმა და მათმა ნათესავმა ბიზნესის გასაკოტრებლად.
გენტორ გაფრინდაშვილი: ბიძინა ივანიშვილის ნათესავებმა 15 წელია ჩემი ჯანმრთელობა და დედაჩემის სიცოცხლე შეიწირეს.
- ძალიან სკანდალურ განცხადებას აკეთებთ, იქნებ დაწვრილებით მოგვიყვეთ საქმის დეტალების და ამ საქმეში ბიძინა ივანიშვილის კავშირის შესახებ...
- 1998 წლის 8 მაისს, კომერციულ ბანკ „როსიისკი კრედიტი-ქართუ“-დან სესხის სახით ავიღე /“იაფი”/ წლიური 36 %-ის სარგებლის გადახდით, 35000 ა.შ.შ. დოლარი. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოტეკით დაიტვირთა ჩემი და აწ/გარდაცვლილი დედის, რუსუდან მაღრაძის საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისი, აბაშელის ჩიხი N5-ში. ხელშეკრულების პირობების მიხედვით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე უნდა გადამეხადა ჯარიმის სახით წლიური 108 %-ი, და თანხა დამებრუნებინა იმავე წლის 8 დეკემბრამდე. ხელშეკრულების მიხედვით, დასახელებულ პერიოდში ბანკში როგორც სარგებლის, ასევე საჯარიმო სანქციების სახით შეტანილი მაქვს 8 400 ა.შ.შ.-მდე.
ვინაიდან, ბიზნესს ვაწარმოებდი ბანკის იმ პერიოდისათვის მფლობელის, ბიძინა ივანიშვილის ძმის, ალექსანდრე ივანიშვილის მეუღლის ახლო ნათესავავებთან, ნეფარიძეებთან ერთად, სესხი აღებული მქონდა არა სესხის გაცემისათვის აუცილებელი საბანკო წესების დაცვით, არამედ ამ უკანასკნელთა დახმარებით, რომელთაც ბუნებრივია ნდობას ვუცხადებდი ნათე– მირონული ნათესაობის გამო. ამავე დროს, სიტყვიერი შეთანხმების საფუძველზე, განუსაზღვრელი ვადით გადამივადეს ვალი, პროცენტული მოსაკრებლების და საჯარიმო სანქციების გარეშე და ისიც აღნიშნეს, რომ არ იყო სავალდებულო 8400 ა.შ.შ. დოლარის, როგორც პროცენტული მოსაკრებლის გადახდა. მას შემდეგ, რაც სიტყვიერი შელაპარაკება მომივიდა ადიკო ივანიშვილთან და ჩემი ბიზნეს პატნიორის მამასთან, კრიმინალური წარსულის მქონე ნოდარ ნეფარიძესთან, ბანკმა, 2004 წლის 27 თებერვალს დათარიღებული N3/010 წერილით მომმართა თანხის; 35000 ა.შ.შ. დოლარის 15 მარტამდე გადახდის მოთხოვნით. აღნიშნული წერილი იმავე წლის მაისის თვეში, /ე.ი. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 129 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნით, სახელშეკრულებო ხანდაზმულობის 3 წლიანი ვადის მოთხოვნის გასვლის შემდეგ, ჩამბარდა ბანკის არა თანამშრომელ ნეფარიძის მეშვეობით. მისივე მხრიდან 2005 წლის 12 იანვარს ჩემზე განხორციელებული სატელეფონო ფსიქოლოგიური ზეწოლით, იძულებული გავხდი ბანკის სახელზე დამეწერა შემდეგი შინაარსის წერილი, რომ „დავალიანებას, 35 000 ა.შ.შ. დოლარს დავფარავდი 2005 წლის 25 იანვრამდე”. წერილი მე მას გადავეცი ჩემი არასრულწლოვანი დისშვილის, გიორგი ჩაჩანიძის მეშვეობით ჭიათურის რ-ონ სოფელ შუქრუთში. საბოლოოდ, იმავე წლის 25 იანვარს წერილი მოხვდა ბანკში. შემდგომ ნეფარიძემ კვლავ დამირეკა მობილური ტელეფონით და ცინიკურად განმიცხადა, რომ „ეხლა მას პირადად გადავუხდიდი 90000 $ და თუ არა, წამართმევდნენ სახლს“. ამავ დროს, იმავ წლის 22 ივლისს, სასამართლოში წარადგინეს სარჩელი 100000 ა.შ.შ. დოლარის მოთხოვნით. სარჩელი კი თავის მხრივ მთლიანად აგებულია ჩემს მიერ 2005 წლის 12 იანვარს, ბანკის სახელზე დაწერილი წერილის საფუძველზე, რომელიც ბანკის განმარტებით წარმოადგენს ე.წ. “ვალის აღიარებას”. როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ს.ს. „ბანკი ქართუ“-ს, როგორც 2005 წლის, ასევე 2009 წლის 21 მაისის სარჩელის მტკიცებულება, დამყარებულია ჩემი 2005 წლის 12 იანვრის ე.წ. „ვალის აღიარებითი“ წერილიზე და ასეთის არარსებობის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129 მუხლის (სახელშეკრულებო მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა) მოთხოვნის თანახმად, სამართლებრივად ბანკი სარჩელს სასამართლოში ვერ წარადგენდა.
- და ბიძინა ივანიშვილი...
- მის კუთვნილ ბანკზე ვსაუბრობთ, შვილო, რომელმაც მიზანმიმართულად გამაკოტრა და ჩემი კუთვნილი ბინა აუქციონზე გამიყიდა. ჩემი ინფრმაციით, ყველაფრის საქმის კურსში იყო ბიძინა ივანიშვილი. არ გამოვრიცხავ, რომ ეს სქემა მასთან ერთად დაიგეგმა. მე ბიზნესს ივანიშვილს ნათესავთან ერთად ვაწარმოებდი. ხშირად ისიც გვაფინანსებდა. დაუკვირდით, რომ არა ეს აფიორული სქემა ერთ წელიწადშ,ი როგორ გახდებოდა თუნდაც 108 % ის პირობებში 35 000 დოლარი 129 000 დოლარი?
- არ გიცდიათ სასამართლოს გზით მოგეგვარებინათ ეს პრობლემა?
- ამ საქმეზე დავა დღესაც გრძელდება, 8 წლიანი სასამართლო დავის შედეგად, 2012 წლის 23 ოქტომბერს /ე.ი. საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ/ უზენაესი სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ბანკმა, იუსტიციის ცენტრალური აღსრულების ბიუროს მეშვეობით, ამა წლის სექტემბრის თვეში იძულებითი წესით, ინტერნეტ აუქციონით ჩალის ”ფასად” გამიყიდა ჩემი საცხოვრებელი სახლი, მდებარე ქ. თბილისი აბაშელის ჩიხ N 5-ში.
გამოდის, რომ: ბანკმა 2004 წლის 27 თებერვლის N3/010 წერილით, დავალიანებად დაასახელა 43400–73 ა.შ.შ. დოლარი და თანახმა იყო 35000 $–ის მიღებაზე. 2005 წლის 12 იანვარს მანვე დასახელებული წერილის მოთხოვნის ტექსტის საშუალებით, ჩემი შეცდომაში შეყვანით და კრიმინალ ნეფარიძის მეშვეობით ჩემზე განხორციელებული სატელეფონო ზეწოლით, მოიპოვა ე.წ. „აღიარებითი წერილი“, /რითაც მე ვაღიარე მხოლოდ ძირი ვალისა, ყოველგვარი პროცენტული მოსაკრებლებისა და საჯარიმო სანქციების გარეშე, რაც სამართლებრივად ახალ გარიგებას წარმოადგენს/ რის შემდეგ თანხის უკანონოდ გაზრდის და სარჩელის გამყარების მიზნით 2005 წლის 16 თებერვალს დამატებით გამომიგზავნეს N3/006 წერილი. /იხ. დანართი/ ნაჩვენები წერილების მოთხოვნები აბსოლუტურ წინააღმდეგობაში მოდის ერთმანეთთან და ნათლად მიანიშნებს ბანკის მესვეურთა და ნეფარიძის მხრიდან ჩემი მოტყუების მიზნით დიდი ოდენობით თანხის გამოძალვის თაღლითურ ქმედებას, რაც სამართლებრივად, სამოქალაქო კოდექსის 81–83 მუხლების თანახმად, წარმოადგენს მოტყუებით დადებულ გარიგებას კერძოდ: გამოტანაში კერძოდ; 2004 წლის 27 თებერვლის N3/010 წერილით ბანკი იმ პერიოდისათვის დავალიანებად განსაზღვრავს 43400–73 დოლარს და თანახმაა 35000 დოლარის მიღებაზე, ხოლო N3/006 წერილით მოითხოვს 129620 დოლარს. საინტერესოა რის საფუძველზე გაიზარდა იგი ერთი წლის განმავლობაში 370 %–ით, 129620 დოლარამდე /საარჩევნოდ დაპირებული “იაფი” კრედიტი/.
ბანკის მესვეურებმა, სამომავლოდ დიდი ოდენობით სარგებლის მიღების მიზნით, ჩემდა საზიანოდ, მოტყუებით სიტყვიერად ჩამომაწერეს სარგებლის გადახდა და განუსაზღვრელი ვადით გადამივადეს დავალიანების ძირის გადახდა. ამავე დროს, 2004 წლის N 3/010 წერილით არა მარტო შემიყვანეს შეცდომაში დამეწერა ე.წ. „35000 $–ის ვალად აღიარების წერილი“, არამედ მათივე 2005 წლის 16 თებერვლის N 3/006 წერილით, თაღლითურად ცდილობდნენ არაბუნებრივად გაზრდილი ვალის სამართლებრივად გამყარებას, ეტყობა ვერ გაითვალისწინეს, რომ არ მივცემდი მტკიცებულების სახეს 2004 წლის 27 თებერვლის N3/010 წერილს და ვინაიდან იგი ოფიციალურად ჩაბარებული არ მქონდა, ვერ წარმოიდგინეს, რომ მას შევინახავდი.
ზემოდ დასახელებული 2005 წლის 16 თებერვლის ს.ს. „ბანკი ქართუ“–ს N 3/006 წერილის, როგორც მტკიცებულების სასამართლოში წარდგენა, მაძლევს საშუალებას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133–ე მუხლის მოთხოვნის თანახმად გავაქარწყლო (უარვყო) ჩემი 2005 წლის 12 იანვრის ვალის აღიარება, ვინაიდან იგი წარმოადგენს ჩემი შეცდომის შედეგს და განპიროვნებულია ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა ჩემთვის აღიარების შემდეგ, რის გამოც ამა წლის 5 აგვისტოს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოებით განახლების შესახებ განცხადებით მივმართე სააპელაციო სასამართლოს და იმედს ვიქონიებ საქმის ობიექტურ გადაწყვეტაში.
ამავე დროს, ამა წლის ივლისის თვეში საჩივრით მივმართე ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოს.
მთლიანობაში, 2005 წლიდან 2013 წლის ჩათვლით, საქმე განიხილა სხვადასხვა ინსტანციის 14–მა მოსამართლემ, რომელთაგან მხოლოდ 4–ს ეყო გამბედაობა ყოფილიყვნენ ობიექტურნი.
- პირად საუბრში აღნიშნეთ, რომ ყოველგვარი შემოსავლის გარეშე ხართ დარჩენილი...
-რამოდენიმე კვირის წინ, აუქციონის სახით გამიყიდეს კუთვნილი ბინა, 650 კვ. მიწა და დაახლოებით ანალოგიური მოცულობის საცხოვრებელი ფართი 108 000 ლარად გამიყიდეს. უთავბოლოდ გაჭიანურებულმა, სასამართლო დავით გამოწვეულმა უარყოფითმა ფსიქიკურმა სტრესმა, სიცოცხლე მოუსწრაფა დედას, დამაკარგინა აბსოლუტურად ყოველი ღირებული, როგორც მე, ასევე ჩემი და ოჯახით ამოგვაგდო ნორმალური ცხოვრებისეული რითმიდან. საკითხავია ყოველივე რად უღირთ ბანკის მესვეურთ, ხომ არ ცდება მათი საქციელი როგორც კანონის, ასევე ცხოვრებისეულ ზნეობრივ ნორმებს. განსჯა მოსახლეობისათვის მიმინდია.