![გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი: გოგი მაყურებლების დავალებით გაგუდეს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი: გოგი მაყურებლების დავალებით გაგუდეს](http://presa.ge/img/multimedia/a25748.jpg)
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახი: გოგი მაყურებლების დავალებით გაგუდეს
11:06:04     08-10-2013
ქუთაისის #2 საპყრობილეში გარდაცვლილი გოგი ძველაიას მშობლებს სუიციდის ვერსიის არ სჯერათ. 16 წლის ბიჭის მამა, თენგიზ ძველაია აცხადებს, რომ მისი შვილს ციხეში პრობლემები ჰქონდა. ოჯახი არ გამორიცხავს, რომ გოგი ძველაია ციხის მაყურებელთა დავალებით გაგუდეს.
თენგიზ ძველაია განმარტავს, რომ მის შვილს ციხეში რამდენიმე დღის წინ ქურდული მენტალიტეტის პიროვნებასთან ჩხუბი მოუვიდა და სწორედ ამიტომ ეჭვობს, რომ ის გაგუდეს. თენგიზ ძველაია ობიქტურ გამოძიებას და დამოუკიდებელ ექსპერტიზას ითხოვს.
მისი ინფორმაციით, არასრულწლოვანი გირაოს გადახდის შემდეგ უნდა გათავისუფლებულიყო, თუმცა თვითმკვლელობის შესახებ შეატყობინეს.
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი ახალგაზრდა საპატიმროში 24 საათის შეყვანილი იყო.