![კიდევ ერთი გარდაცვლილი სუბარის ციხეში კიდევ ერთი გარდაცვლილი სუბარის ციხეში](http://presa.ge/img/multimedia/a25747.jpg)
კიდევ ერთი გარდაცვლილი სუბარის ციხეში
10:47:42     08-10-2013
კიდევ ერთი მკვლელობა სუბარის რეფორმირებულ ციხეში. ქუთაისის #2 საპყრობილეში არასრულწლოვანმა პატიმარმა თავი მოიკლა. სუიციდის მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია.
სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის განცხადებით, გარდაცვლილი ციხეში გუშინ შეიყვანეს. სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არასრულწლოვანი ქურდობის გამო მოხვდა.
სუბარის ინფორმაციით, პირველი პატიმრობისას ის პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულის დროს შეიწყალა.
„პატიმარმა იცოდა რომ საპყრობილეს გირაოს სანაცვლოდ მალე დატოვებდა. მასთან თვითმკვლელობამდე ნახევარი საათით ადრე შესული იყო სოციალური მუშაკიც, მან თავად მოითხოვა რომ ცალკე საკანში ყოფილიყო მოთავსებული. თავი, სავარაუდოდ, ზეწრით მოიკლა, ამ წუთებში მიმდინარეობს ექსპერტიზა“,- განაცხადა სუბარმა.
გია თევდორაძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე დაწერა:
„სასჯელაღსრულების მინისტრს სოზარ სუბარს, რომლისთვისაც ერთგვარი ტესტი იყო, როგორც საჯარო მოხელისთვის, „კორტავას საქმე,“ მისი განცხადებებიც რომ არ გავიხსენოთ: ჯერ როგორ დაგორდა კიბიდან პატიმარი, მერე „ნაციონალების“ მიერ უხარისხო ქვიშაზე დაეცა და გარდაიცვალა“, პროკურატურამ რომ მოგვიანებით მკვლელობის კვალიფიკაცია მისცა... ახლა ისიც ემატება, რომ ქუთაისის ციხეს, რომელსაც კორტავას სისხლი ჯერ კიდევ არ შეშრობია, ახალი გარდაცვლილი პატიმარი შეემატა... მართლა ვწუხვარ და ვუსამძიმრებ მის ოჯახს!“- განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გია თევდორაძემ ფაქტის კომენტირებისას