
პრეზიდენტი სპორტის სასახლეში მივიდა
18:16:48     05-10-2013
სპორტის სასახლეში ,სადაც წუთი-წუთზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა უნდა დაიწყოს, შეკრებილები საქართველოს პრეზიდენტის სახელს სკანდირებენ.
მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობაზე რამოდენიმე წუთის წინ მივიდა. ყრილობაზე ასევე იმყოფება თბილისის მერი გიგი უგულავა და საპრეზიდენტო კანდიდატი დავით ბაქრაზე.
როგორც ჟურნალისტებს ბაქრაძემ განუცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ არანაირ რევანშზე ორიენტირებული პარტია არ არის.
“დღევანდელი ყრილობის მთავარი სიგნალი არის ის, რომ ჩვენ არ ვართ არანაირ რევანშზე ორიენტირებული პატია. პირიქით, ჩვენ ვდგავართ იმ პოზიციაზე, რომ აუცილებელი და სავალდებულოა ხალხის გამთლიანება. დღევანდელი ყრილობის მთავარი მესიჯია ის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანაა გავაკონტროლოთ მთავრობა, ავამუშავოთ ქართული ეკონომიკა, დავასაქმოთ ხალხი, და ვაჩვენოთ, რომ ვაგრძელებთ სვლას, ევროპისკენ, ევროატლანტიკური სივრცისკენ, ამიტომ ესაა მთავარი გზავნილი და მე ვფიქრობ, ესაა ის გზავნილი, რომლითაც მოიგებს არამხოლოდ ერთი პარტია, არამედ – სრულიად საქართველო“, – განაცხადა ბაქრაძემ.