
„ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილი რჩება
17:30:27     05-10-2013
სპორტის სასახლეში, ამ წუთებში, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა იწყება. ადგილზე უამრავი მხარდამჭერია მობილიზებული. ყრილობაზე გამოჩნდნენ მოძრაობის ლიდერები.
როგორც „პრესა.ჯი“-ს კორესპოდენტისთვის გახდა ცნობილი, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ მიხეილ სააკაშვილი რჩება.
პარტიის გენერალური მდივანის პოსტს ამ წუთამდე ვანო მერაბიშვილი იკავებს. გაფართოებულ პოლიტსაბჭოს კი დავით ბაქრაძე უხელმძღვანელებს.
როგორც ჟურნალისტებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განუცხადა, პარტიის მართვის სტრუქტურაც შეიცვლება.