![სიღნაღში უცნობმა პირებმა რესტორანში „დაჭრილი ძუძუ“ მოითხოვეს (ვიდეო) სიღნაღში უცნობმა პირებმა რესტორანში „დაჭრილი ძუძუ“ მოითხოვეს (ვიდეო)](http://presa.ge/img/multimedia/a25722.jpg)
სიღნაღში უცნობმა პირებმა რესტორანში „დაჭრილი ძუძუ“ მოითხოვეს (ვიდეო)
16:57:33     05-10-2013
სიღნაღში მდებარე რესტორან „ნიკალას“, თანამშრომლები, ადგილობრივ პოლიციას მიკერძოებაში ადანაშაულობენ.
საქმე ეხება რესტორანში 2 დღის წინ მომხდარ ინციდენტს. ამ დროსითვის არსებული ინფორმაციით, სიღნაღის პოლიციის უფროსის მამის გასვენებიდან მომავალმა ნასვამმა მამაკაცებმა რესტორნის ადმინისტრაციას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და დაემუქრნენ.
როგორც რესტორნის თანამშრომლები ყვებიან, ქართველებმა რესტორნის პერსონალს მენიუს არქონის გამო აგინეს, შემდეგ “დაჭრილი ძუძუ” მოითხოვეს, ობიექტის დახურვით დაემუქრნენ და ურჩიეს გაერკვიათ, ვინ იყვნენ ისინი.
რესტორნის თანამშრომლის განმარტებით, მომხდარის გამო, ტურისტებმა პროტესტის ნიშნად შეწყვიტეს ვახშმობა და დატოვეს აღნიშნული ობიექტი. ისინი ინციდენტის მონაწილეებს „მაფიას“ ეძახდნენ.
რესტორნის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ადგილზე მისულ პოლიციას რეაგირება არ მოუხდენია.
„ტურისტები გამიქციეს რესტორნიდან. უცხოელი ქალები აიყვანეს ხელში და კოცნა დაუწყეს. ფანჯრიდან გადადიოდნენ ეს ტურისტები. ეს იყო სამარცხვინო ფაქტი არა მხოლოდ სიღნაღისთვის, არამედ საქართველოსთვის, მოითხოვეს შამპანური, თუმცა, ვუთხარით რომ არ გვქონდა.
შემდეგ მოითხოვეს "დაჭრილი ძუძუ", მე ვუთხარი, რომ აქ მსგავსი რაღაც არ მოეთხოვათ, პოლიცია მოვიდა, მაგრამ მათ წინაშე უძლური აღმოჩნდა, ვინ იყო ეს ხალხი? რას წარმოადგენდნენ? როგორც შემდეგ გაირკვა, ისინი პოლიციის უფროსის მამის დაკრძალვიდან მოდიოდნენ და სწორედ ამიტომაც იყო პოლიცია უძლური“, - განაცხადა რესტორნის მფლობელმა, ლიკა ბოსტოღანიშვილმა.