ბაჩო ახალაია სოზარ სუბარის დასჯას ითხოვს

  18:42:16     04-10-2013

შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი, ბაჩანა ახალაია განცხადებას ავრცელებს და სასჯელაღსრულების მინისტრის, სოზარ სუბარის გასამართლებას ითხოვს.

ახალაიას განცხადება მის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა:

"ჩემი დაკავებიდან დღემდე საზოგადოებამ გაიგო არაერთი კანონდარღვევის შესახებ, რაც მიზნად ისახავდა, ცრუ ბრალდებების შეთითხვნას და ჩემი მრავალი წლით ციხეში გამოკეტვას.

მათ შორის, დღეს გამოქვეყნდა კადრები, სადაც ცალსახად ჩანს, რომ ამ ხნის განმავლობაში ჩემი საუბრები ადვოკატებთან, კომისიის წევრებთან და პარლამენტარებთანაც კი სრულიად კონტროლდებოდა და ეს ხდებოდა აბსოლუტურად უკანონოდ, რაც წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს, რის გამოც უნდა დადგეს სასჯელაღსრულების მინისტრის სოზარ სუბარის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის საკითხი", - აცხადებს ახალაია.