ბოზბაში
10:41:08     03-10-2013
მასალა:
ცხვრის ხორცი – 800 გრ.
ერბო – ერთი სუფრის კოვზი
ხავი – 1-2 თავი
მუხუდო – 5 სუფრის კოვზი
ვაშლი– 300 გრ.
ტომატი – ½ ჩაის ჭიქა
მწვანილი, შავი პილპილი და მარილი გემოვნებით
ცხვრის ხორცს დავასხათ 15 ჩაის ჭიქა ცივი წყალი. შევდგათ ცეცხლზე და ვხარშოთ ნახევარი საათის განმავლობაში. ხარშვის დროს მოვხადოთ ქაფი. შემდეგ ამავე წვენში ჩავყაროთ წინასწარ მოხარშული და კანგაცლილი 150 გრამი მუხუდო ან ცერცვი და განვაგრძოთ ხარშვა. 10 გრამი წვრილად დაჭრილი ხახვი მოვშუშოთ 1 სუფრის კოვზ ერბოში და ჩავუშვათ წვნიანში. ჩავყაროთ 300 გრამი გახეხილი ან წვრილად დაჭრილი ვაშლი. ჩავასხათ ტომატი, შევაზავოთ მარილით და შავი პილპილით. შემდეგ ჩავყაროთ შემწვარი ან მოხარშული ხორცის იმდენი ნაჭერი, რამდენი კერძიც უნდა იქნეს მიტანილი სუფრაზე.