სოკოს სუპი
10:39:54     03-10-2013
რეცეპტის ინგრედიენტები:
4 სუფრის კოვზი(55გ) უმარილო კარაქი
2 ჭიქა დაჭრილი ხახვი
450 გრამი დაჭრილი სოკო
2 ჩაის კოვზი ხმელი კამა
1 სუფრის კოვზი პაპრიკა/დაფქული ბულგარული წიწაკა
1 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
2 ჭიქა ქათმის ბულიონი
1 ჭიქა რძე
3 სუფრის კოვზი ფქვილი
1 ჩაის კოვზი მარილი
დაფქული შავი წიწაკა გემოვნებისამებრ
2 ჩაის კოვზი ლიმონის წვენი
1/4 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში
1/2 ჭიქა არაჟანი
~ მომზადების წესი ~
1. დიდი ზომის ქვაბი დადგით გაზზე და გაადნეთ მასში კარაქი. შუშეთ ხახვი კარაქში 5 წუთის განმავლობაში. ჩაუმატეთ დაჭრილი სოკოც და შუშეთ კიდევ 5 წუთის განმავლობაში. შეურიეთ კამა, წიწაკა, სოიოს სოუსი და ქათმის ბულიონი. დაუწიეთ ცეცხლს, დააფარეთ ქვაბს თავსახური და ადუღეთ 15 წუთის განმავლობაში.
2. მცირე ზომის თასში ჩაასხით რძე და შეურიეთ ფქვილი. მიღებული მასა ჩაასხით ქვაბში და კარგად შეურიეთ. ისევ დააფარეთ ქვაბს თავსახური და კიდევ 15 წუთით ადუღეთ, თან ხშირ-ხშირად ურიეთ.
3. ჩაუმატეთ მარილი, დაფქული შავი წიწაკა გემოვნებისამებრ, ლიმონის წვენი, ოხრახუში და არაჟანი. შეურიეთ და გააცხელეთ 3-5 წუთის განმავლობაში(ნუ აადუღებთ). გადმოდგით ცეცხლიდან და გემრიელად მიირთვით!