პრემიერის შეხვედრა ჟურნალისტებთან და „ტრადიციული“ პასუხები ქართულ მედიას

  13:42:58     02-10-2013

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიზნესცენტრში, ჟურნალისტებთან შეხვედრა სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. შეხვედრაზე ტელეკომპანია "მაესტროს" გადაცემა "პოლიტმეტრის" ავტორი ნინო ჟიჟილაშვილი დაინტერესდა, ვინ უამბო პრემიერს ჟურნალისტის როლზე.

ჟიჟილაშვილი: ვინ გიამბოთ ჟურნალისტიკის როლის შესახებ, როდესაც ასეთი წარმოდგენა შეგიქმნათ, რაც ჩვენს შეხვედრას ლაიტმოტივად გასდევს? ვინ გიმზადებს, ვინ გეხმარებათ, კონსულტაციებს ვისთან გადიხართ მსგავსი შეხვედრების ორგანიზებისას? ნაწერი რომ გიჭირავთ, ვისი ნაწერია? ვინ გირჩევთ კომუნიკაციის ამ ფორმას ჟურნალისტებთან და აქედან რომ გახვალთ, თუ უსაყვედურებთ მათ? ეს ფორმა კომუნიკაციისა, თქვენი არჩევანია, თუ არის დამხმარის როლი?.. კონკრეტულად ვისი? უშვებთ თუ არა შესაძლებლობას, რომ კომუნიკაციის ეს ფორმა იყო შეცდომა?“

პრემიერს და ჟურნალისტს შორის ასეთი დიალოგი გაიმართა.

ნინო ჟიჟილაშვილი: თვლით თუ არა, რომ ასეთი ფორმით კომუნიკაცია არის შეცდომა?

ივანიშვილი:  რა ფორმით?

ჟურნალისტი:  აი, ასეთით, რასაც საზოგადოება ახლა ადევნებს თვალს.

პრემიერი: შეგიძლიათ დააკონკრეტოთ, რას გულისხმობთ?

ჟიჟილაშვილი:  კი ბატონო. თქვენ ჩვენ გვიწოდეთ ფოსტალიონები...

- რატომ ცრუობთ, არაა ასე...

- შეიძლება დავასრულო?

- არა, არა, არ დაასრულოთ!

შეხვედრის დასასრულს კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელი, ეკა მიშველაძე დაინტერესდა, შეხვდებოდა თუ არა პრემიერი უცხოურ მედიას და ესაუბრებიოდა თუ არა მას იმ ტონით, რა კონტექსტითაც დღეს ივანიშვილი ქართველ ჟურნალისტებს ესაუბრა, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ მსგავს ფორმატში ის უცხოურ მედიასთან შეხვედრას არ აპირებს.