გურული საცივი
05:49:13     02-10-2013
მასალა:საცივი
ინდაური
300 გრ. ხახვი
3-4 ჩ.ჭ. ნიგოზი
2 ს.კ. ფქვილი
2 ცალი კვერცხი
1 კბილი ნიორი
1 ძირი ქინძი
1/2 ჩ.კ. დარიჩინი
1/2 ჩ.კ. ძმარი
3-4 მარცვალი მიხაკი
წიწაკა და მარილი გემოვნებით
გასუფთავებული, გარეცხილი ინდაური ან ქათამი მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი, დავდგათ ცეცხლზე მოსახარშად. როცა მოიხარშება, ამოვიღოთ ქვაბიდან, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ აირღუმელში შესაწვავად.
ძალიან წმინდად დავკეპოთ გასუფთავებული ხახვი. მოსაშუშად დავასხათ ნიგვზიდან გამოხდილი ზეთი და ფრინველის ნახარშის სიმსუქნე; 10 წუთის შემდეგ ჩავამატოთ გაცრილი ხორბლის ფქვილი და კიდევ ვშუშოთ ხახვთან ერთად. როცა კარგად მოიშუშება, თანდათან გავხსნათ ინდაურის ან ქათმის ნახარშში, ჩავუმატოთ მიხაკ დარიჩინთან და დაფნის ფოთოლთან ერთად მოდუღებული ღვინის ძმარი. შევანელოთ დანაყილი ნივრით, პილპლით, ქინძით, კამით, ოხრახუშით, ხმელი სუნელით. ყველა ეს სანელებელი გავხსნათ საცივის წვენში, 5-10 წუთით წამოდუღების შემდეგ ქვაბი გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჩავუმატოთ ყვითელ ყვავილთან (ზაფრანა) ერთად ძალიან წმინდად დანაყილი ნიგოზი, გახსნილი ბულიონში. შეიძლება აქვე ჩავამატოთ კვერცხის გული.