
“ოცნების” ერთი წელი და საპნის ბუშტივით გამქრალი დაპირებები
15:51:02     01-10-2013
ზუსტად ერთი წლის წლის წინ, საქართველოში ხელისუფლება არჩევნების გზით შეიცვალა. ამომრჩევლის 54% ის გადაწყვეტილებით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 9 წლიანი მმართველობა დაასრულა და ოპოზიციაში გადავიდა. გამარჯვების კვარცხლბეგზე კი ბიძინა ივანიშვილი და მისი გუნდი უამრავი დაპირებით ავიდა.
აოცნებებული საზოგადობის მოლოდინები 12 თვეში საპნის ბუშტივით გაქრა და მოსახლეობის უმეტესობა, ოცნების ქვეყნის ნაცვლად, ბნელ 90-იანებს უბრუნდება.
„პრესა.ჯი“ ხელისუფლების ცვლილების ერთი წლის თავზე, მოსახლეობის განწყობით დაინტერესდა და ქვეყნის მასშტაბით არაერთი მოქალაქე გამოკითხა. გამოკითხვამ აჩვენა, რომ მოსახლეობა, ძირითადად, გაზრდილ კრიმინალს უჩივის.
რესპოდეტთა უმრავლესობა აღნიშავს, რომ თავს დაცულად ვერ გრძნობს.
„გახშირდა მკვლელობა, ძარცვა, გაუპატიურება. ხელისუფლებამ გარეთ გამოყარა პედოფილები, სადარბაზოებში ისევ ვაწყდებით შპრიცებს. შეიძლება „ნაციონალური მოძრაობა“ უფრთო ანგელოზი არ იყო, მაგრამ კრიმინალი ნამდვილად არ იგრძნობიდა. დღეს კი მანქანას ვერ დატოვებ გარეთ. რამოდენიმე დღის წინ, ჩემს ძმას მანქანა ბლაგვი საგნით დაუზიანეს, მეზობელის ავტომობილიდან მანგნიტოფონი წაიღეს, მოკლედ, იგივე სცენარია რაც 90 წლებში“,- განაცხადა 35 წლის თბილისელმა ცირამ.
პატიმრების გარდაცვალებას აპროტესტებს 22 წლის სტუდენტი ანდრო გიგაური.
„ზუსტად ერთი წლის წინ, მე ჩემ მეგობრებთან ერთად ვაპროტესტებდი ციხეში პატიმართა წამების ფაქტებს და რეჟიმის გასამართლებას მოვითხოვდი რუსთაველზე. რა შეიცვალა დღეს? ციხეში ადმინისტაციის მიერ არეართი პატიმარს ცემის შესახებ გახდა ცნობილი საზოგადოებისთვის. თუნდაც 24 წლის პატიმრის გარდაცვალება რომ ავიღოთ, რომელიც პატიმრებმა ციხის ადმინისტრაციის დავალებით მოკლეს. ეს ფაქტი, სამწუხაროდ, არავინ გააპოტესტა“
ამომრჩეველი ივანიშვილის მიერ წინასაარჩევნოდ დაპირებული ქარხნების გახსნას აგერ უკვე 1 წელია ელოდება. ზუგდიდელ ნატო ხუბუას ამ დრომდე სწამდა, რომ წლის ბოლომდე 60 აშენებულ ქარხანას ნახავდა.
„ზუგდიდში ჩამოსულმა პრემიერმა საჯაროდ დადო პირობა, რომ ქვეყნის მასშტაბით წლის ბოლომდე 60 ქარხნის აშენებდა. სამწუხაროდ, მოგვატყუა. ზუგდიდში აგურიც კი არავის დაუდია ერთმანეთზე. შეჩერდა გრანდიოზული მშენებლობები, ანაკლიაში ჩავარდა ტურისტული სეზონი. დაიხურა მაღაზიები და სავაჭრო დაწესებულეები. ეს ნამდვილად არ არის „ქართული ოცნება“. მენანება ჩემი ხმა, რომელიც საარჩევნო ყუთში „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ჩავაგდე“,- აცხადებს 58 წლის ზუგდიდელი დიასახლისი.
რესპოდენტებს შორის აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომლებსაც რამოდენიმე თეთრით შემცირებული ელექტროენრგიის გადასახადი აკმაყოფილებს. თბილისელი ნაირა აცხადებს, რომ კმაყოფილია იმითაც, რომ დენი ნაგავს აღარ წერს.
გამოკითხულთა ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ახალი მთავრობისგან სამართლიანობის აღდგენას მოელოდა, რომელიც არ აღსრულდა.
„მთელი წინასაარჩევნო პერიოდი, „ოცნების“ გუნდი გვარწმუნებდა, რომ მერაბიშვილი კაციჭამია, ახალაია კი მკვლელი იყო. დღეს ვხედავთ, რომ ბრალდების მხარე ვერ უმტკიცებს დანაშაულს ვერცერთ მათგანს. ერთი წელი საკმარისზე მეტი დროა იმისთვის, რომ გამოეძიებინათ გვირგვლიანის, რობაქიძის და ჟვანიას საქმეები“,- განაცხადა გორელმა პენსიონერმა. რომელსაც ხელისუფლებასთან სხვა პრეტენზიებიც აქვს.
გოდერძი ღუდუშაური ივანიშვილისგან მოითხოვს, აუხდინოს ოცნება და პენსია 220 ლარამდე მოუმატოს.
რაც შეეხება ყველაზე მტკივნეულ თემას, ეს უმუშევრობაა. 2012 წლის პირველი ოქტომბრის შემდეგ, საქართველოში სამუშაო ადგილების რაოდენობა 42 ათასით შემცირდა. ეს ინფორმაცია სტატისტიკის დეპარტამენტმა გაახმოვანა. ამას დაემატა მაისში ეკონომიკის ნოლ პროცენტიანი ზრდა და უკიდურესად გაუარესებული სოციალური ფონიც.
ხელისუფლებამ დახმარება შეუმცირა სოციალურად დაუცველებს, ხოლო მრავალშვილიანი ოჯახები, ინვალიდები და ომის ვეტერანები ყურადღების მიღმა დატოვა.