ძალიან, ძალიან გემრიელი ჩიზქეიქი

  09:53:40     01-10-2013

ინგრედიენტები:

    1 ჭიქა კარაქი(ოთახის ტემპერატურის)
    225 გრამი მდნარი ნაღების ყველი/კრემ-ყველი/მასკარპონე
    1½ ჭიქა შაქარი
    5 ცალი კვერცხი(ოთახის ტემპერატურის)
    2 ჭიქა ნაღები
    1½ ჭიქა სიმინდის ფქვილი
    1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

პირველი ეტაპი:
გააცხელეთ ღუმელი 175°-მდე(350F); მრგვალ ყალიბს(22-23სმ) მოაცხეთ ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.

მეორე ეტაპი:
მიქსერის გამოყენებით ერთმანეთს შეურიეთ კარაქი, ნაღების ყველი და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. სათითაოდ ჩაუმატეთ კვერცხები და თან ნელა ურიეთ(ერთგვაროვანი მასის მიღებამდე). ბოლოს ჩაუმატეთ და კარგად შეურიეთ ნაღები, სიმინდის ფქვილი და ვანილის ექსტრაქტი.

მესამე ეტაპი:
ჩიზქეიქის მასა ჩაასხით ფორმაში და ყალიბის ძირს მოაცვით ალუმინის ფოლგა გარედან(იხ.ფოტო). დიდი დიამეტრის ქვაბში/ტაფაში ჩააფინეთ სამზარეულოს ნესტიანი პირსახოცი და განათავსეთ მასზე ჩიზქეიქიანი ყალიბი. ქვაბში/ტაფაში ჩაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ მასში მოთავსებულ ჩიზქეიქის ყალიბს ნახევრამდე მიწვდეს გარედან. დადგით ქვაბი/ტაფა ღუმელის საცხობ დაფაზე ან მის გარეშე შედგით ღუმელში და აცხვეთ მანამ, სანამ ჩიზქეიქის ცენტრიც არ გამყარდება(დაახლოებით 1 საათი). შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე, რასაც ასევე 1 საათი დაჭირდება, და ბოლოს კარგად გააცივეთ მაცივარში თავის ფორმიანად.

ინგრედიენტები:

1 ჭიქა კარაქი(ოთახის ტემპერატურის)225 გრამი მდნარი ნაღების ყველი/კრემ-ყველი/მასკარპონე1½ ჭიქა შაქარი5 ცალი კვერცხი(ოთახის ტემპერატურის)2 ჭიქა ნაღები1½ ჭიქა სიმინდის ფქვილი1 ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი

პირველი ეტაპი:
გააცხელეთ ღუმელი 175°-მდე(350F); მრგვალ ყალიბს(22-23სმ) მოაცხეთ ცხიმი და მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი.

მეორე ეტაპი:
მიქსერის გამოყენებით ერთმანეთს შეურიეთ კარაქი, ნაღების ყველი და შაქარი ჰაეროვანი მასის მიღებამდე. სათითაოდ ჩაუმატეთ კვერცხები და თან ნელა ურიეთ(ერთგვაროვანი მასის მიღებამდე). ბოლოს ჩაუმატეთ და კარგად შეურიეთ ნაღები, სიმინდის ფქვილი და ვანილის ექსტრაქტი.

მესამე ეტაპი:
ჩიზქეიქის მასა ჩაასხით ფორმაში და ყალიბის ძირს მოაცვით ალუმინის ფოლგა გარედან(იხ.ფოტო). დიდი დიამეტრის ქვაბში/ტაფაში ჩააფინეთ სამზარეულოს ნესტიანი პირსახოცი და განათავსეთ მასზე ჩიზქეიქიანი ყალიბი. ქვაბში/ტაფაში ჩაასხით იმდენი მდუღარე წყალი, რომ მასში მოთავსებულ ჩიზქეიქის ყალიბს ნახევრამდე მიწვდეს გარედან. დადგით ქვაბი/ტაფა ღუმელის საცხობ დაფაზე ან მის გარეშე შედგით ღუმელში და აცხვეთ მანამ, სანამ ჩიზქეიქის ცენტრიც არ გამყარდება(დაახლოებით 1 საათი). შემდეგ გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე, რასაც ასევე 1 საათი დაჭირდება, და ბოლოს კარგად გააცივეთ მაცივარში თავის ფორმიანად.

- See more at: http://www.kulinaria.ge/%e1%83%a9%e1%83%98%e1%83%96%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%98%e1%83%a5%e1%83%98.html#sthash.GSwvUzg7.dpuf