
ჟურნალისტები დვანში ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციას გამართავენ
11:14:39     28-09-2013
დღეს, სოფელ დვანში ქართველი ჟურნალისტები ოკუპაციის საწინააღმდეგო აქციას გამართავენ.
ღონისძიება სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" დაიგეგმა და საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.აქციაში მონაწილეობას სხვადასხვა მედიასშუალებების რამდენიმე ათეული ჟურნალისტი მიიღებს, რომლებიც თბილისიდან 12 საათზე გაემგზავრებიან.
შეგახსენებთ, რომ 22 სექტემბერს, ცხინვალის რეგიონის მოსაზღვრე სოფელ დვანთან რუსმა სამხედროებმა სადემარკაციო სამუშაოები განაახლეს. საოკუპაციო ზოლის 400 - 500 მეტრით გადმოწევის შედეგად, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად ტერიტორიაზე, 10 ჰექტარამდე მიწის ფართობი მოექცა.
სეპარატისტებმა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის
მოსაზღვრე სოფელ დვანის მოსახლეობას სადემარკაციო სამუშაოების განახლების
შედეგად ოკუპირებულ ზონაში მოხვედრილ ტერიტორიებზე არსებული მოსავლის
ასაღებად, თავდაპირველად, ათდღიანი ვადა მისცეს, თუმცა, შემდეგ ბრძანება შეცვალეს და ადგილობრივებს უფრო მოკლე ვადებში მოსთხოვეს საშემოდგომო სამუშაოების დასრულება.