მაკარონის სალათა
09:14:03     27-09-2013
რეცეპტის ინგრედიენტები:
· 4 ჭიქა(420გრამი) მაკარონი
· 1 ჭიქა მაიონეზი
· 1/4 ჭიქა ვაშლის(სიდრი) ძმარი
· 2/3 ჭიქა შაქარი
· 2 მთელი 1/2 სუფრის კოვზი მდოგვი
· 1 მთელი 1/2 ჩაის კოვზი მარილი
· 1/2 ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა
· 1 დიდი თავი ხახვი
· რამოდენიმე ღერო ნიახური
· 1 ცალი მწვანე ბულგარული წიწაკა
· 1/4 ჭიქა გახეხილი სტაფილო(სურვილისამებრ)
~ მომზადების წესი ~
1. დიდი ზომის ქვაბში აადუღეთ ოდნავ მარილიანი წყალი. ჩაყარეთ მაკარონი და ხარშეთ 8 წუთის განმავლობაში, სანამ მაკარონი არ დარბილდება(ან იმ დროით რა დროც მაკარონის შეფუთვაზეა მითითებული). გადაწურეთ მომზადებული მაკარონი და გადაავლეთ ცივი წყალი.
2. დიდი ზომის თასში ერთმანეთს შეურიეთ მაიონეზი, ძმარი, შაქარი, მდოგვი, მარილი და შავი წიწაკა. გათალეთ და თხლად დაჭერით ხახვი. დააქუცმაცეთ ნიახურის ღეროები და ბულგარული წიწაკაც(მოაცილეთ თესლი). შეურიეთ ეს ყველაფერი მაიონეზის მასას. შემდეგ სურვილისამებრ გათალეთ ერთი საშუალო ზომის სტაფილო, გახეხეთ და შეურიეთ. ჩაყარეთ თასში მაკარონიც და კარგად შეურიეთ. შედგით მაცივარში მინიმუმ 4 საათით, შეგიძლიათ მთელი ღამითაც დატოვოთ. ასევე შეგიძლიათ სოუსი მაკარონის მოხარშვამდე ერთი დღით ადრე მოამზადოთ, მაცივარში შედგათ და მოასხათ მეორე დღეს მოხარშულ მაკარონს.
ნუტრიცია:
კალორიები: 390კ.კალ.
ქოლესტერინი: 8მგ.
ნახშირწყლები: 49.3გ.
ცხიმები: 18.7გ.
პროტეინი/ცილა: 6.8გ.