მკვლელობაში ეჭვმიტანილის მეზობლები: მთვარობამ რეციდივისტები და ყაჩაღები გამოუშვა და ამის შედეგია რომ ეს ბიჭი ციხეში უნდა ჩაჯდეს

  14:25:06     26-09-2013

ხმაურია ამ წუთებში გორში მუნიციპალიტეტის შენობასთან, სადაც 150-მდე ადგილობრივი შეიკრიბა. აქციის მონაწილეები  თანასოფლელის ელგუჯა გელაძის გამართლებას ითხოვენ.

საქმე ეხება 23 სექტემბერს სოფელ შინდისში მომხდარ მკვლელობას. შს ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებულმა ბრალდებულმა მრავლობითი ჭრილობა მიაყენა, ყოფილ პატიმარ 37 წლის მალხაზ მთვარაძეს.

დაკავებულის თანასოფლელები კი ირწმუნებიან, რომ  შემთხვევის დროს ბრალდებული მხოლოდ თავს იცავდა. აქციის მონაწილეთა განცხადებით, ამნისთიით გათავისუფლებული  მთვარაძე უპირებდა დაკავებულს მოკვლას.

„მოკლული ამ ბიჭს დანით მისდევდა, ელგუჯამ დანა წაართვა და თავი დაიცვა, ვითხოვთ რომ გამოუშვან ციხიდან ან შეუმსუბუქონ  სასჯელი, მთელი სოფელი აქ ვართ. მთვარობამ რეციდივისტები და ყაჩაღები გამოუშვა და ამის შედეგია რომ ეს ბიჭი ციხეში უნდა ჩაჯდეს.  არ მივცემთ მის ოჯახს მიცვალებულის დამარხვის საშუალებას, თუ სასჯელს არ შეუმსუბუქებენ ან არ გაუშვებენ", - აცხადებს გელაძის მეზობელი.

ცნობისთვის მოკლული მთვარაძე წარსულში მკვლელობასა და ყაჩაღობისთვის იხდიდა სასჯელლა. ის რამოდენიმე თვის წინ  ამნისტიის საგუძველზე გათავისუფლდა.