
რუსული ინტერნეტ-რადიო: რუსეთის დელეგაციამ დარბაზი მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ შერცხვათ
11:30:44     26-09-2013
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გაერო-ს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე გამოსვლის დროს რუსული დელეგაციის მიერ დარბაზის დატოვებას რუსული მედია ეხმაურება.
Liberty (RLN.FM) აღნიშნავს, რომ გაერო-ში რუსეთის დელეგაციამ დარბაზი მხოლოდ იმიტომ დატოვა, რომ შერცხვათ გაეაზრებინათ, რომ ისინი არა საკუთარ ხალხს წარმოადგენენ, არამედ არამზადების ერთ მცირე ჯგუფის ინტერესებს ემსახურებიან.
"სააკაშვილის სიტყვების გამგონე და და იმის შემხედვარე, როგორც ტოვებდნენ დარბაზს რუსეთის დელეგაციის წარმომადგენლები, უნებლიედ გებადება შეკითხვა: რომელი მათგანია რუსოფობი? მოდით, ვიფიქროთ, რომ მათ უბრალოდ შერცხვათ გაეაზრებინათ, რომ ისინი საკუთარ ხალხს კი არ წარმოადგენენ, არამედ არამზადების ერთი მცირე ჯგუფის ინტერესებს ემსახურებიან, რომელთა დროც მიჰქრის", - წერს რადიო RLN.FM.
„მერიკის ხმის” რუსული ბიურო კი წერს, რომ მიხეილ სააკაშვილის გაერო-ში გამოსვლის უმეტესი ნაწილი რეგიონში რუსეთის როლსა და მის გავლენას საბჭოთა კავშირის ყოფილ ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოზე, დაეთმო.
“მისი სიტყვა მგზნებარე და ხატოვანი იყო. მისი გამოსვლის შუაში კი პროტესტის ნიშნად გაერო-ს გენერალური ასამბლეის დარბაზი რუსეთის დელეგაციამ დატოვა”, – წერს “ამერიკის ხმა”