
პრეზიდენტის მიმართვა გაეროს ასამბლეაზე
10:50:15     26-09-2013
საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკასვილის სოციალურ ქსელ ფეისბუქში გარეოს ასამბლეაზე გაჟღერებული მიმართვის ამონარიდები გავრცელდა.
პრეზიდენტის მიმართვა გაეროს ასამბლეაზე
„მუდმივი ქაოსი და არეულობა მეზობელ ქვეყნებში – ეს არის ის, რასაც ესწრაფვის კრემლი“.
„რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ წინსვლას, ხალხს ყოფენ მავთულხლართებით, საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკონომიკას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის მდგრადობას“.
„რუსეთის დღევანდელმა მმართველებმა კარგად იციან, როგორც კი მყარი ინსტიტუტები აშენდება უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა თუ სხვაგან – ეს ინსტიტუტები ასახავენ და გააძლიერებენ ამ ქვეყნების ხალხთა სურვილს იყვნენ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ევროპული ოჯახის ნაწილი“.
„წარმატებული რეფორმებისა და ნამდვილი სახელმწიფოს მშენებლობის ქართული გამოცდილება, სწორედ ამიტომ, მიიჩნიეს გარკვეულ ვირუსად, რომელიც მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის „ინფიცირებას“ მოახდენდა; ვირუსად, რომელიც უნდა ამოიძირკვოს ყველა შესაძლო საშუალებით“.
„სწორედ ამიტომ ქართველ ხალხს დაუწესეს ემბარგო, თავს მოახვიეს ომი და ოკუპაცია“.
„სწორედ ამიტომაა, რომ ქართველი ხალხის წინააღმდეგობა და ქართული დემოკრატიის გადარჩენის უნარი ასე მნიშვნელოვანია მთელი რეგიონისთვის“.
„ჩემი პრეზიდენტობის დროს წამოვიწყეთ რამდენიმე პროექტი, რომელიც მომართული იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას შორის ადამიანური კონტაქტების გახშირებაზე, საგანმანათლებლო პროექტებსა და საუნივერსიტეტო გაცვლაზე“.
„აუცილებელია, ეს მცირე ძალისხმევა გაგრძელდეს.
აუცილებელია, მოვემზადოთ იმ დროისთვის, როცა იმპერია ჩამოიშლება, რათა მისი ზიზღის მემკვიდრეობა სწრაფად იყოს დაძლეული.
სწორედ ამიტომ, ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, უნდა მოვემზადოთ იმ დროისთვის, როცა რუსეთის ჯარები დატოვებენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს – ცხინვალსა და სოხუმს.
უნდა მოვემზადოთ, რათა უკან ხელგაშლილმა მივიღოთ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, არა როგორც ჩვენი მტრები, არამედ დები და ძმები. ეს დრო უფრო მალე დადგება, ვიდრე გვგონია“.