ხობში ბოროტმოქმედები მოხუც ცოლ-ქმარს საათნახევარი აწამებდნენ

  13:17:20     24-09-2013

მორიგი კრიმინალური ფაქტი მოხდა სამეგრელოს რეგიონში. ხობის რაიონ სოფელ გურფულში გვიან ღამით, ორი შეიარაღებული პირი მოხუც  ცოლ-ქმარს თავს დაესხა და დაუთავებით ემუქრებოდა. ბოროტმოქმედები ავტომატური  ცეცხლსასროლი  იარაღით  იყვნენ  შეიარაღებულები.

როგორც „პრესა.ჯი“-ს სამეგრელოდან აცნობეს, ყაჩაღობის დროს სახლში  მოხუცი  ცოლ-ქმარი  და  მათი  მომვლელი, ნათესავი  გოგონა  იმყოფებოდა. 

თავდამსხმელებმა მოხუცცოლ-ქმარს  ხელ-ფეხი  შეუკრეს  და  ყელის  გამოჭრით  ემუქრებოდნენ.  მძარცველები   ფულს  და  ძვირფასეულობას  ითხოვდნენ.  ოჯახის უფროსმა 83 წლის  ჯონდი  ყულუამ ბოროტმოქმედებს  4500 ლარი  გადასცა.

ამის შემდეგ  ბოროტმოქმედებმა მომვლელი  გოგონა  მეორე  სართულზე  აიყვანეს  და  სკამზე  მიაბეს. თვოთონ კი ოქროს ნივთების ძებნა განაგრძეს.

საბედნიეროდ   მომვლელმა  გოგონამ  მოახერხა  წებოვანი  ლენტის  დახევა  და  ყვირილი  დაიწყო.  ყვირილი მეზობლებმა  გაიგეს  და  პოლიცია  გამოიძახეს.  ბოროტმოქმედები  ადგილიდან  მიიმალნენ. 

დაზარელებულების  ინფორმაციით  თავდამსხმელებიდან  ერთი  მეგრულად  მეორე  კი  ქართულად  საუბრობდა. ვინაიდან ბოროტმოქმედებს ნიღაბი ეკეთათ ყულუებისთვის უცნობის თავს ვინ დაესხათ.

ბოროტმოქმედებს  ხელთათმანები  ეკეთათ  შესაბამისად დანაშაულის ადგილას თითის  ანაბეჭდები  არ  დაუტოვებიათ.  ყაჩაღობას ძლიერმა წვიმამ შეუწყო ხელი   წვიმის  გამო  კვალი წაშლილია.

მომხდარის დეტალების გასარკვევად „პრესა.ჯი“ ხობის პოლიციის უფროსს დავით დარასელიას დაუკავშირდა.

დარასელიას თქმით,  ბოროტმოქმედებმა მიმალვა შეძლეს.

დავით დარასელია: მიმდინარეობს გამოძიება, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე ჯერ-ჯერობით დამატებითი კომენტარის გაკეთება არ შემიძლია.

დაახლოებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში ხობის რაიონში ყაჩაღობის რამდენიმე შემთხვევა დაფიქსირდა. 8 სექტემბერს, ღამით,   დაუდგენელმა პირებმა უკანონოდ შეაღწიეს ხობის რაიონის  სოფელ თორსა-დღვაბაში  მცხოვრებ ბუთხუზ ბუკიას საცხოვრებელ სახლში და წაიღეს ოჯახის კუთვნილი კომპიუტერი და სხვა ნივთები.

9 სექტემბერს,  ამავე რაიონის სოფელ პირველ მაისში,  „ოქროს საწმისის“  ტერიტორიაზე,  კარავში დააყაჩაღეს  ქ. ზუგდიდში მცხოვრები რევაზ ლოგუა.    ლოგუას თავს ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული ოთხი პირი დაესხა და თანხა მუქარით გამოსძალეს.

აგვისტოს შუა რიცხვებში კი   ჭყონდიდელის ქუჩაზე  მდებარე ბენზინგასამართ სადგურიდან  100ლიტრი ბენზინი დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს.