გორის რაიონში ყოფილი პატიმარი მოკლეს
11:15:32     24-09-2013
ყოფილი პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს გამთენიისას გორის რაიონ სოფელ შინდისში 35 წლის მალხაზ თვარაძე ადგილობრივმა გზის პირას იპოვა.
გარდაცვლილს ბასრი საგნით მიყენებული ჭრილობები ყელის არეში აღენიშნება. სავარაუდოდ, თვარაძე სისხლისგან დაიცალა.
„პრესა.ჯი“-ს ინფორმაციით, თავაძე ყოფილი პატიმარია, ის ამნისტიის შედეგად რამოდენიმე თვის წინ გათავისუფლდა. მომხდარი სავარაუდოდ შურისძიებას უკავშირდება.
როგორც გორის გამგებლის მოადგილემ ჟანა სიმონიშვილმა პრესა.ჯი-სთან საუბრისას განაცხადა, ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის.
„ახლა აქ პოლიციაა მოსული და საქმეს იძიებენ, როგორც ვიცი ეჭვმიტანილის ვინაობა უცნობია“,- ამბობს სიმონიშვილი.
მომხდართან დაკავშირებით სამართალდამცავებს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებიათ.