ნასამართლევმა შვილმა მამა ნაჯახით მოკლა

  13:28:26     19-09-2013

საგარეჯოს რაიონის სოფელ გორანაში 30 წლის ნიკოლოზ აფციარუმა მამა, 50 წლის ბიჭიკო აფციაური ურთიერთშლაპარაკების ნიადაგზე ნაჯახით მოკლა.

სოფელში მკვლელობის მიზეზად  მამა-შვილს შორის დაწყებული უთანხმოება სახელდება.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ნიკოლოზ აფციაურმა ციხე ამნისტიის შედეგად ორი თვის წინ დატოვა.

აღნიშნული ინფორმაციის გადასამოწმებლად „პრესა.ჯი“ შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს დაუკავშირდა. 

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ეჭვმიტანილი ამ დროისთვის დაკავებულია. რაც შეეხება ამნისტიის თემას, შსს-ში განმარტავენ, რომ დაკავებული წარსულში ნასამართლევია.