დაჭრა თბილისში, დაჭრილთაგან ერთ-ერთი ქალია

  11:09:05     19-09-2013

კიდევ ერთი კრიმინალური ფაქტი  თბილისში.  გვიან ღამით, შარდენის ქუჩაზე ბარ "იუნიქთან", ორი მოქალაქე დაჭრეს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, დაჭრილთაგან ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალია.

თვითმხილველთა განცხადებით, გასროლა ორ ახალგაზრდა მამაკაცს შორის დაწყებულ ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რის შემდეგაც ერთ-ერთმა მათგანმა არამიზანმიმართულად ისროლა.

დაზარალებულები  საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამედიცინო დახმარების გაწევის შემდეგ გოგონა საავადმყოფოდან მალევე გაწერეს, ახალგაზრდა მამაკაცი კი ამ  დრომდე ინგოროყვას კლინიკაში გადის მკურნალობას. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარის შესახებ შს სამინისტროს კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.