მკვლელობა კახეთში - მოკლულია 63 წლის ქალბატონი

  15:30:15     16-09-2013

„პრესა.ჯი“-ს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ თელავში 63 წლის ეთერ მუღალაშვილი ცივი იარაღის გამოყენებით მოკლეს. 

გარდაცვლილის ახლობლების განცხადებით, ეთერ მუღალაშვილს მისსავე კუთვნილ კვების ობიექტში თავს 40 წლამდე მამაკაცი დაესხა.

ეჭვმიტანილი სალაროში არსებული თანხისა და პროდუქციის გამოძალვას ცდილობდა, რა დროსაც ურთიერთშელაპარაკებისას ქალბატონმა სხეულზე დანით რამდენიმე სასიკვდილო ჭრილობა მიიღო.

შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა გარდაცვლილის მეუღლე ალექსი მუღალაშვილი, რომელიც სასტიკად არის ნაცემი.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

როგორც „პრესა.ჯი“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. პოლიციას, მოკლულის მეზობლებისგან განსხვავებული ვერსია აქვს. შსს-ში აცხადებენ რომ ეჭვმიტანილმა ქალბატონს ხელი ჰკრა. ეთერ მუღალაშვილი წაიქცა და სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო.