ვინ მიიყვანა 40 წლის პოლიციელი სუიციდამდე?

  12:45:26     13-09-2013

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვერსიით, სამტრედიის რაიონის სოფელ დიდი ჯიხაიშის პოლიციის განყოფილების თანამშრომელმა პოლიციის შენობის  გვერდით მდებარე მოსასვენებელ ოთახში თავი მოიკლა.

აკაკი ჩიკვაიძეს  სასიკვდილო ჭრილობა ტაბელური იარაღით აქვს მიყენებული.

გარდაცვლილის ცხედარი გვიან ღამით სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს.

აკაკი ჩიკვაიძე სამტრედიის რაიონის პროკურორის, ამირან ჩიკვაიძის ძმაა. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

გარდაცვლილის ახლობლები სუიციდის მიზეზს ვერ ასახელებენ. მათი თქმით, ჩიკვაიძეს პრობლემები არავისთან ჰქონდა. 

სამტრედიაში მომხდარის შესახებ რამოდეიმე ვერსია განიხილება. თვითმკვლელობის პარალელურად, ადგილობრივები სხვა ვერსიასაც განიხილავენ.

ერთ-ერთი ვერსიით,  იარაღი ჩიკვაიძეს  თავად გაუფრთხილებლობით  გაუარდა. ადგილობრივები მკვლელობასაც არ გამორიცხავენ.