ახლა "იმედში" ეძებენ ბომბს

  14:03:51     12-09-2013

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს შემდეგ 112-ში ტელე-„იმედში“ ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა.

ამ წუთებში ადგილზე შესაბამისი სამსახურების მობილიზება ხდება და ტელეკომპანიის შენობიდან ევაკუაცია იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, 112-ში შევიდა შეტყობინება ტელეკომპანია "რუსთავი"-ში ბომბის არსებობის შესახებ. გამოცხადდა თანამშრომლების სრული ევაკუაცია, თუმცა შესაბამისი სამუშაოების შემდეგ "რუსთავი 2"-ში ბომბის არსებობა არ დადასტურდა.