
ხელისუფლება ამ ულამაზესი კოლხური შადრევანის დემონტაჟს აპირებს
10:36:06     12-09-2013
ახალ ხელისუფლებას ქუთაისის ცენტრში მდებარე კოლხური შადრევანი არ მოსწონს და მის დემონტაჟს აპირებს. ხელისუფლება, რომელსაც მოსვლიდან დღემდე არაფერი აუშენებია, როგორც ჩანს, კვლავ ნგრევაზეა ორიენტირებული.
ქუთაისში ქალაქის ცენტრალურ მოედანზე დამონტაჟებული კოლხური შადრევნის დემონტაჟის საკითხს ქალაქის მერიაში უკვე განიხილავენ. როგორც ადგილობრივ მედიას, ქალაქის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსიმა ანდრო მარჯანიშვილიმა განუცხადა, კოლხური შადრევანი „ნაციონალური მოძრაობის“ გემოვნებაზე მორგებული არქიტექტურაა და საჭიროა შადრევანის დემონტაჟი, ან მისი სახეცვლილება.
"ეს ულამაზესი შადრევანი, რომელიც მთლიანად ძველი კოლხური კულტურის თემატიკითაა შექმნილი, თურმე, ნაციონალური მოძრაობის გემოვნების ობიექტი ყოფილა და ის უნდა დაინგრეს! როგორც იტყვიან, სიტყვები ზედმეტია", - აცხადებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, ანდრო ბარნოვი.