
"პოლიტიკიდან საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რამდენიმე კვირაში წავალ"
17:16:36     09-09-2013
"მე მოვახერხე და "ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკიდან გავისტუმრე. ჩემი მისია შევასრულე. რამდენიმე კვირაში მას შემდეგ, რაც საპრეზიდენტო არჩევნები დასრულდება, ახლა უკვე მეც მივდივარ პოლიტიკიდან.
ჩემი როლი პოლიტიკაში უკვე შევასრულე. მე შევებრძოლე არსებულ ხელისუფლებას, რომელიც არ იყო დემოკრატიული, მოვახერხე ცვლილებები. დავტოვებ ძალიან კარგ გუნდს. ვფიქრობ, ჩემი ახალი როლი უფრო საინტერესო იქნება. მე აღარ ვაპირებ პოლიტიკაში შემოსვლას საერთოდ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
ივანიშვილმა სააკაშვილთან წლების წინ არსებული კარგი ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა. "ძალიან ბევრ რჩევას ვაძლევდი, ვეხმარებოდი, ვიდრე ის პოზიტუიური პრეზიდენტი იყო და ჩვენი ქვეყანა სწორი გზით მიდიოდა.
ჩვენი ურთიერთობებიც გაფუჭდა მას შემდეგ, რაც მან გააფუჭა ურთიერთობა დემოკრატიასთან. სააკაშვილს და მის მომავალს რაც შეეხება, ეს მასზეა დამოკიდებული და დამოკიდებულია როგორ განვითარდება პროცესები. ჩემი სურვილი იქნებოდა, ვიყუროთ წინ განვითარებისკენ, ვიდრე - უკან", - განმარტა პრემიერ-მინისტრმა.