პრესა.ჯი-ს ექსკლუზივის შემდეგ, შსს-მ სამყურაშვილის დაკავება აღიარა: ყოფილი დეპუტატი ნაცემია

  11:57:40     06-09-2013


“პრესა.ჯი“-ს მიერ, გვიან ღამით, ექსკლუზიურად გავრცელებული ინფორმაცია, პარლამენტის ყოფილი წევრისა და ენერგეტიკის მინისტრის, კახი კალაძის უახლოესი მეგობრის, რატი სამყურაშვილის დაკავების ფაქტი შს სამინისტრომ ოფიციალურად დაადასტურა. 

უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, ნინო გიორგობიანის ინფორმაციით, ყოფილი დეპუტატი ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. რაზეც ვწერდით კიდეც.

როგორც შსს-ში განმარტავენ, სამყურაშვილი რამდენიმე პირთან ერთადაა დააკავებული, თუმცა არც ერთი მათგანისათვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ.

ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებული პირები ამ დროისათვის წინასწარი დაკავების იზოლატორში - მცხეთაში არიან მოთავსებულები.

სამყურაშვილის ოჯახის ახლობელთა განცხადებით, პოლიციელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ. ყოფილი დეპუტატი სასტიკად ნაცემია, რის გამოც პოლიცია მომხდარის დამალვას ცდილობდა.

ჩვენი ინფორმაციით, არაოფიციალურად, პოლიცია მას გარიგებას სთავაზობს - იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელთა მიერ განხორციელებულ ძალადობაზე სიტყვა არ დასცდება, ბრალს შეუმსუბუქებენ.

ამ დრომდე კომენტარი არ გაუკეთებია სამყურაშვილის მეგობარ კახი კალაძეს. კალაძე მისი მეჯვარეცაა.

წინა სტატიის სანახავად გადადით ამ ბმულზე