
პრეზიდენტი მორიგ ლაშქრობაში (ვიდეო)
18:16:52     05-09-2013
საქართველოს
პრეზიდენტი სამთო გამყოლთა ასოციაციის მოწვევით მყინვარწვერის დასალაშქრად
გაემგზავრა, რომლის სიმაღლე ზღვის დონიდან 5047 მეტრია. 3 დღიანი
მოგზაურობის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე გამოცდილ
მთასვლელთან ერთად მყინვარის გარშემო მთები და პლატო დალაშქრა.
ლაშქრობაში
მონაწილეობას იღებდნენ რუსი საზოგადო მოღვაწე ანდრეი ილარიონოვი და გოგა
ხაჩიძე.
უამინდობამ და მისმა თანმხლებმა ქარიშხალმა, რომელმაც ლაშქრობის
მონაწილეებს 4500 მეტრის სიმაღლეზე მოუსწრო, ლაშქრობა შეაფერხა. თუმცა
მიუხედავად დაბრკოლებებისა, ამინდის გამოსვლასთან ერთად ის უახლოეს დღეებში
დასრულდება.
პრეზიდენტმა ლაშქრობაში მონაწილეობა საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით მიიღო. მისი პრეზიდენტობის პერიოდში ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა ასი ათასიდან - ხუთ მილიონამდე გაიზარდა, თუმცა მიხეილ სააკაშვილის აზრით, ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისა და სწორი რეკლამის პირობებში, საქართველოს ოცი მილიონი ტურისტის მიღება შეუძლია, რაც განუზომლად გაზრდის თითოეული ქართველის შემოსავალს.