გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმარი სასტიკად აწამეს
12:38:43     05-09-2013
"უფლებადამცველთა ასოციაციის" ინფორმაციით, მიმდინარე წლის 29 აგვისტოს გლდანის N8 დაწესებულებაში პატიმარი უშანგი ჭუმნირიძე ციხის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სასტიკად აწამეს.
განცხადება "პრაიმტაიმის" პრესკლუბში "უფლებადამცველთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა ნიკა მემანიშვილმა, ფიქრია მახარაძემ და ლექსო კობიძემ გააკეთეს.
მათი ინფორმაციით, წამება ადმინისტრაციის მხრიდან 4-5 საათის განმავლობაში ხორციელდებოდა. პატიმარი ჩამოკიდებული ჰყავდათ კედელზე და სასტიკად აწამებდნენ. სასტიკად ნაწამები პატიმარი კი კვალის დაფარვის მიზნით მე-8 დაწესებულებიდან,რამდენიმე დღეში მე-19 დაწესებულებაში გადაიყვანეს.
არასამთავრობოები სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს ფაქტზე რეაგირებისკენ მოუწოდებენ და მე-8 დაწესებულების წარმომადგენლების ვინმე ფიფიას და ვინმე მარგველაშვილის დასჯას სთხოვენ.