ბოკერიას პასუხი ივანიშვილს
15:14:35     04-09-2013
უშიშროების საბჭოს მდივანი გოგა ბოკერია საქართველოს პრემიერ მინისტრს პასუხობს. როგორც ბოკერიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მას პრემიერზე აზრი არ შეუცვლია.
„ივანიშვილის და მისი გუნდის მიერ გადადგმული ბევრი ნაბიჯი ასუსტებს საქართველოს სახელმწიფოებრივობას და შედის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ინტერესებში.
ასეთი განცხადების უახლოეს მაგალითად გამოდგება პრემიერის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებაც, რომ მას არ გააჩნია მკაფიო პოზიცია ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით.
ევრაზიული კავშირის იდეა გახლავთ პუტინის ინსტრუმენტი მეზობელი ქვეყნების ევროატლანტიკურ სივრცეებში გაწევრიანების შესაჩერებლად.
საგანგაშოა, როცა საქართველოს დემოკრატიულად არჩეულ მთავრობას და მის მეთაურს ამ საკითხზე მკაფიო პოზიცია არ გააჩნია“, - განაცხადა ბოკერიამ და აღნიშნა, რომ ივანიშვილის გუნდში პრორუსული ადამიანები შედიან.
„ეს ხალხი პრემიერმა ივანიშვილმა მოიყვანა ხელისუფლებაში და ისინი პირდაპირ საფრთხეს უქმნიან საქართველოს სუვერენიტეტს, უსაფრთხოებას და დემოკრატიას.
პრემიერმა ივანიშვილმა და მისმა გუნდმა მთავარი ოპოზიციური ძალის შევიწროებით ხელი შეუწყო მისი კოალიციის გარეთ არსებული პრორუსული ძალების გაძლიერებას“, - განმარტა უშიშროების საბჭოს მდივანმა.
გიგა ბოკერიამ ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებას - ციხეებიდან ჯაშიშობის ბრალდებით დაკავებული პირების გამოშვებას ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხე უწოდა.
„ბატონი ივანიშვილის რეაგირება რუსეთის აგრესულ ქმედებებზე, კერძოდ, საოკუპაციო ხაზის გადმოწევაზე იყო მიუღებელი. მან ამ მოვლენას უბრალო გაუგებრობა უწოდა. ეს არის საზიანო ქართული სახელმწიფოსთვის, აზიანებს ჩვენ პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე“,- დასძინა მან.
ბოკერიამ სამართალდამცავ სტრუქტურებში შევარდნაძის დროინდელი პოლიციელების დაბრუნებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი თავის დროზე რუსულ სპეცდანაყოფებთან იყვნენ კავშირში.