ივანიშვილი: "ლევან ვასაძე პრემიერი არ იქნება"

  11:37:25     04-09-2013

"ბლუმბერგთან" პოლემიკის შემდეგ ივანიშვილმა კითხვაზე - იქნება თუ არა, ლევან ვასაძე მომავალი პრემიერი განაცხადა რომ " ვასაძე პრემიერი არ იქნება". 

მანამდე, "ბლუმბერგი", პრემიერმა ტენდენციურობაში დაადანაშაულა. პრემიერს მხარს უბავდა მისი პრესცენტრის წარმომადგენელიც, რომელიც ზოგჯერ ჟურნალისტებს მკაცრი ტონით მწყემსავდა შემდეგი ფრაზით - "სიწყნარე". 

თავის მხრივ, "ბლუმბერგის" ჟურნალისტმა პრემიერს აუხსნა ის გარემოებები, რომელზეც გავლენიანმა გამოცემამ აქცენტი გააკეთა. მან ივანიშვილს ისიც მიანიშნა რომ მისმა პრეს-ცენტრმა გოჩაშვილმა, რომლის მიმართაც მედიის ბევრ წარმომადგენელს აქვს პრეტენზია, პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენა. 

"ბატონო ბიძინა, როდესაც წინა ხელისუფლებამ ებრაელი ბიზნესმენები დაიჭირა, ჩვენ მაშინაც ძალიან მწვავე სტატია მოვამზადეთ სააკაშვილსა და ადეიშვილზე. მათ ალბათ ძალიან ეწყინათ. თუმცა, ჩვენთვის შეურაცხყოფა არ მოუყენებიათ", - დასძინა "ბლუმბერგის" წარმომადგენელმა. 

უნდა ითქვას რომ პრეს-ცენტრი, რომელსაც თავი მედიის დირექტორად წარმოუდგენია, ჟურნალისტთა შეურაცხყოფის პარალელურად, პირადი შეხედულებით საზღვრავს ვინ უნდა დაუსვას ივანიშვილს კითხვა, პრესკონფერენციის მიმდინარეობისას და ვინ უნდა აღმოჩნდეს - "შავ სიაში".