"თუ პერსპექტივაში ვნახავ რომ ევრაზიული კავშირი ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იქნება, რატომაც არა"

  10:32:03     04-09-2013

"თუ პერსპექტივაში ვნახავ რომ ევრაზიული კავშირი ჩვენი ქვეყნისთვის კარგი იქნება, რატომაც არა", - ეს განცხადება ივანიშვილმა "როიტერის" კითხვის საპასუხოდ გააკეთა. "როიტერის" ჟურნალისტმა პრემიერს ჰკითხა იმის შესახებ თუ რას ფიქრობს იგი პუტინის საოცნებო ევრაზიულ კავშირზე, რომელიც ექსპერტთა აზრით, მოდერნიზირებული საბჭოთა კავშირია. 

ივანიშვილმა კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მზადყოფნა გამოთქვა იმაზე რომ ევრაზიულ კავშირზე იფიქროს - "რატომაც არა", - თქვა მან.

აღსანიშნავია რომ თავის დროზე შევარდნაძემაც ქვეყნისთვის აუცილებელ ნაბიჯად შეაფასა დსთ-ში გაწევრიანება. 

უფრო ადრე - ოციან წლებში, საქართველოს ოკუპაციაც დადებითად შეფასდა მოღალატე ქართველების მიერ.

როგორც ჩანს, ახლა ივანიშვილი იფიქრებს იმაზე, რაზეც პუტინი ოცნებობს - ევრაზიული კავშირის სახით აღადგინოს საბჭოთა კავშირი.