
ივანიშვილმა მინარეთის დემონტაჟი "გააპრავა"
12:29:00     02-09-2013
"ვიამაყებთ იმით, რომ ჩვენი ისტორიის მანძილზე, საქართველოში რელიგიური შეუწყნარებლობის მაგალითი არ მოიძებნება. მე ღრმად მწამს, რომ ეს ტრადიცია არსად გამქრალა, რადგან ჩვენი ხალხისთვის სრულიად ბუნებრივია მშვიდობიანი თანაცხოვრება, რელიგიური შემწყნარებლობა, რელიგიური გრძონების პატივისცემა.
ეს არა მხოლოდ ჩვენი ეროვნული ტრადიციაა, არამედ საქართველოს კონსტიტუციის ერთ-ერთი ფუნდამენტური ღირებულებაა. სწორედ ეს მაფიქრებინებს, რომ სოფელ ჭელაში მომხდარ ინციდენტს არაფერი აქვს საერთო რელიგიური შეუწყნარებლობასთან. მინარეთის აშენება კანონდარღვევით მოხდა. თვითნებობას და უკანონობაზე ხელისუფლება თვალს ვერ დახუჭავს", - განაცხადა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ რომ ხელისუფლების უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებით ჭელაში მინარეთის დემონტაჟი განახორციელეს. მიზეზად კი გაუგებარი საბაჟო პროცედურები დაასახელეს.
ხელისუფლების ამ სულელურმა გადაწყვეტილებამ რელიგიური უმცირესობების, მუსლიმი ქართველების აღშფოთება გამოიწვია. მომხდარიდან რამდენიმე დღეში სპეც-განცხადება გაავრცელა "რესპუბლიკურმა" პარტიამ, სადაც მინარეთის დემონტაჟის ფაქტი დაგმო.
თუმცა, პრემიერის დღევანდელმა "გაპრავებამ" დაგვანახა რომ ივანიშვილისა და "რესპუბლიკელების" შეფასება განსხვავებულია. თუ "რესპები" შუღლსა და რელიგიური უმცირესობების დევნას აპროტესტებენ, პრემიერი მინარეთის დემონტაჟის ფაქტს, ფაქტობრივად, მიესალმება.