წიწილა თეთრი ღვინის საწებლით

  14:23:36     24-01-2011

მასალა: წიწილა, კარაქი – 30 გრამი, ხახვი – 2 თავი, პომიდორი – 200 გრამი, ან მწიფე ტყემალი – 50 გრამი, თეთრი ღვინო – 200 გრამი, ახალი პიტნა, მარილი – გემოვნებით

წიწილა გავჭრათ ოთხად, მოვაყაროთ მარილი და შევწვათ დაბალ, ფართო ქვაბში (კარაქში). როცა წიწილა კარგად შეწითლდება, ჩავუმატოთ დაკეპილი ხახვი და გავაგრძელოთ შუშვა თავდახურულ ქვაბში. ხახვი რომ ჩაიხრაკება, დავასხათ თეთრი ღვინო და გავაგრძელოთ შუშვა, სანამ დაიშრობს ღვინოს. შემდეგ კიდევ დავასხათ იმდენი ღვინო, რომ წიწილას ფარავდეს. როდესაც ადუღდება, ჩავუმატოთ კანგაცლილი, გახეხილი პომიდორი ან მწიფე ტყემალი და წვრილად დაკეპილი ახალი პიტნა. სუფრაზე მივიტანოთ ცხლად, თავისივე საწებელთან ერთად.