უგულავა პროკურორებს: კოლბაში სხედხართ

  13:07:05     30-08-2013

გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის საქმის განხილვისას მოსამართლემ ჯოზებ ქეისთან დაკავშირებით დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ადვოკატმა პროცესზე წარადგინა ამერიკის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც სასამართლოს მიმართ ჯოზებ ქეის არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაზეა საუბარი.

ვინაიდან საქმე ეხება ძირითად მოწმეზე ინფორმაციას, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ დავის მხარის შუამდგომლობა, რომ მტკიცებულებათ მიიღოს ქეის არაკეთისლისნდისიერი დამოკიდებულება მართლმსაჯულების მიმართ, დააკამყოფილა.

„კოლბაში სხედხართ“ - ასე მიმართა პროკურორებს ბრალდებულმა უგულავამ. მისი აზრით პროკურატურას საქმე რიყის გასხვისების უკანონობისკენ მიჰყავთ.

პირველი რადიო