კუბდარი
14:21:53     24-01-2011
მასალა: 300 გრამი მაგარი ცომი, 250 გრამი ხბოს რბილი ხორცი, 100 გრამი ხახვი, 5 გრამი წიწაკა, 15 გრამი სვანური მარილი, ცოტაოდენი ძირა
ხორცი დავჭრათ წვრილ კუბიკებად, წვრილადვე დავჭრათ ხახვი და შევურიოთ ხორცს სვანურ მარილთან და ძირასთან ერთად (მარილი და წიწაკა გემოვნებით). გავაბრტყელოთ ცომი, გულსართი მოვათავსოთ ცომში, მოვუკრათ თავი და ისევ გავაბრტყელოთ. შემდეგ ცომის თავი გავხსნათ. ეს იმიტომ, რომ ცომი არ გაიბეროს. მოვათავსოთ ღუმელში და გამოვაცხოთ.