
მიშა, სანდრა და ნიკოლოზი - რა ხდებოდა ბათუმში (ვიდეო)
14:33:08     26-08-2013
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილე მეომრების ოჯახის წევრები ეტაპობრივად ბობოყვათის რეზიდენციაში ისვენებენ. ქვეყნის პირველმა პირმა ისინი პიაცაზე სავახშმოდ მიიწვია.
მიხეილ სააკაშვილმა პირველ ლედისთან ერთად ბულვარშიც გაისეირნა და იქ მყოფ ტურისტებსაც გაესაუბრა. საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის პრემიერს მოუწოდა მასთან ერთად ხალხს შეხვდეს და მათგან მეტი ინფორმაცია მიიღოს.