"საქართველოს ბანკის" ფილიალი დააყაჩაღეს

  12:23:21     22-08-2013

ღარიბაშვილის "სტაბილურობის" პარალელურად, ყაჩაღური თავდასხმების სერია არ წყება თბილისის ცენტრში. წუხელ, ყაზბეგის გამზირზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა "საქართველოს ბანკზე".

ბანკში ერთი შეიარაღებული პირი შეიჭრა და იარაღის მუქარით გარკვეული თანხა გაიტაცა. საბედნიეროდ, ყაჩაღური თავდასხმის შედეგად არავინ დაშავებულა. 

პოლიციას მომხდარ ფაქტზე ჯერ არავინ დაუკავებია. "საქართველოს ბანკში" შეიარაღებული თავდასხმის დეტალებზე არ საუბრობენ.

აღსანიშნავია რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ბანკებზე თავდასხის უამრავი ფაქტის მოწმენი გავხდით, მაშინ როდესაც ბოლო 5 წლის განმავლობაში, მთელი საქართველოს მასშტაბით ანალოგიური დანაშაულის სულ რამდენიმე შემთხვევა იყო დაფიქსირებული.