მკვლელობა თუ თვითმკვლელობა - რატომ გარდაიცვალა რიგითი მებონია?

  14:59:54     21-08-2013

ალექსეევკას შერეულ საავიაციო ბაზაზე წვევამდელ გიორგი მებონიას გარდაცვალების ფაქტმა ორი სხვადასხვა ვერსია წარმოშვა. 

თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური პოზიციით, "შემთხვევა შესაძლოა თვითმკვლელობა იყოს". გარდაცვლილის ცხედარს უკვე უტარდება ექსპერტიზა - წვევამდელის ახლობლებ კი თვითმკვლელობის ვერსია საეჭვოდ მიაჩნიათ. 

 რიგითი გიორგი მებონია შერეულ საავიაციო ბაზაზე უზრუნველყოფის ბატალიონის დაცვის ასეულის I ოცეულის III ათეულის მსროლელი იყო. 

მებონიას გარდაცვალების დეტალების გარკვევას  "პრესა.ჯი" რიგითის ნათესავებისა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისგან ცდილობს.