
რატომ იხურება "მეცხრე არხი"?
13:52:42     19-08-2013
სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც "მე-9 არხი" სავარაუდოდ სექტემბრიდან დაიხურება.
"ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ "მე-9 არხზე" სერიოზული რეორგანიზაცია იგეგმება. ერთ-ერთი ვერსიით, სექტემბრიდან "მე-9 არხი" დაიხურება ან "საზოგადოებრივ მაუწყებელს შეურთდება" - წერს ინტერპრესნიუსი.
სააგენტოს ინფორმაციით, "მე-9 არხში" ამ საკითხზე საგანგებო თათბირი იმართება. ასევე, ტელეკომპანია განცხადებას უახლოეს ხანში გააკეთებს. შესაძლოა ამ თემაზე კომენტარი გააკეთოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმაც.
ამასთან, პირველი რადიოს მონაცემებით: ცოტა ხნის წინ ცნობილი ხდება რომ, ტელეკომპანია „მეცხრე არხზე“ ე.წ სალიკვიდაციო პერიოდი ცხადდება. არხის დახურვის შესახებ ინფორმაცია თანამშრომლებს ლუბა ელიაშვილმა მიაწოდა.
პირველი რადიოს ინფორმაციით, არხი გაიყიდა და მას ახალი მფლობელი ჰყავს და მეცხრე არხი მაუწყებლობას ახალი მფლობელის პირობებში სექტემბრიდან გაანახლებს.