თვითმკვლელობა სანადორი თოფით - ფალიაშვილზე

  12:06:49     19-08-2013

ფალიაშვილზე, 28 წლის მამაკაცმა სანადირო თოფით თავი მოიკლა. შემთხვევა თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი საცხოვრებელ სახლში მარტო იმყოფებოდა. თვითმკვლელობის მიზეზები ამ დროისათვის უცნობია. 

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით ტარდება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.