
ახალაიას ადვოკატებმა ვიდეოფირი გაავრცელეს - მამა ნიკოლოზი ზეწოლაზე საუბრობს
11:40:09     16-08-2013
თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაის ადვოკატებმა სკანდალური ვიდეოჩანაწერი გაავრცელეს. ვიდეოში მამა ნოკოლოზი პროკურატურის მხრიდან ზეწოლაზე და მუქარაზე საუბრობს.
როგორც ახალაიას ადვოკატები აცხადენენ, პროკურატურის წარმომადგენელი კახაბერ ჭუმბაძე სასულიერო პირს აიძულებდა ცრუ ჩვენება მიეცა .
ადვოკატ მალხაზ ველიჯანაშვილის ინფორმაციით, მამა ელიზბარს აიძულეს ხელი მოეწერა დოკუმენტზე, რომელშიც ეწერა, რომ თითქოსდა გირგვლიანის საქმეზე დაკავებული პირები სხვა პატიმრებთან შედარებით, ახალაიას რეკომენდაციით პრივილეგიებით სარგებლობდნენ.