სამი პირის დაჭრაში ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის

  17:06:23     15-08-2013

ჩოხატაურის გამგებელის მოადგილე ირაკლი ახობაძე რაიონში მომხდარ დაჭრის ფაქტს „პრესა.ჯი“-სთან სატელეფონო საუბარში ადასტურებს. 

„პრესა.ჯი“: რა გახდა მოქალაქეების დაჭრის მიზეზი?

თამაზ ჭინჭარაული: როგორც ვიცი სტატიონზე მოხდა ჩხუბი, რა დროსაც მოხდა აღნიშნული ფაქტი. მიზეზებზე ვერაფერს გეტყვით, რადგან მომხდარს არ შევსწრებივარ. უფრო კარგი იქნება ძალოვან სტრუქტურებს თუ დაუსვამთ ამ კითხვას.

- თუ დააკავეს ეჭვმიტანილი?

- ფაქტი რამოდენიმე საათის წინ მოხდა. როგორც ჩემთვის ცნობილია ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის“.

ცნობისთვის, „პრესა.ჯი“-სთვის ცნობილი გახდა, რომ ჩოხატურში სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე სამი მოქალქე - გიორგი და ირაკლი ბენდელიანები და დიმიტრი მამლაძე ცივი იარაღით დაჭრეს. 

„პრესა.ჯი“ აღნიშნულ ფაქტზე შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელ ნინო გიორგობიანს დაუკავშირდა.

გიორგობიანის თქმით, შს სამინისტროში ჩოხატაურში მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაიწყო.

„აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დაწყებულია, როგორც კი ახალი ინფორმაცია მექნება, დაგიკავშირდებით“, - აღნიშნა პრესცენტრის ხელმძღვანელმა. 

კითხვაზე დაკავებულია თუ არა, დამნაშავე, უწყების საზოგადოებასთან ურთიერობის ხელმძრვანელმა განაცხადა, რომ დამნაშავეთა დაკავების შემდეგ განცხადება გაკეთდება.