![ჩოხატაურში სამი პირი დაჭრეს ჩოხატაურში სამი პირი დაჭრეს](http://presa.ge/img/multimedia/a25342.jpg)
ჩოხატაურში სამი პირი დაჭრეს
15:31:43     15-08-2013
ცოტა ხნის წინ, ჩოხატაურში, შელაპარაკების დროს 3 ახალგაზრდა დანით დაჭრეს. დაჭრილები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით მათ საკმაოდ მძიმე ჭრილობები აქვთ მიყენებული.
ამ წუთებში ხმაურია საავადმყოფოსთან, სადაც დაჭრილთა ახლობლები იკრიბებიან. მათი ნაწილი ეჭვმიტანილების სასწრაფოდ დაკავებას ითხოვს და დამძიმებულ კრიმინოგენურ ფონს აპროტესტებს.