
ლანჩხუთელებმა ოცნება შეწყვიტეს - „ქართულ ოცნებას“ მხარდამჭერები ტოვებენ
11:43:18     13-08-2013
„ქართულმა ოცნებამ“ მოსახლეობის იმედები ვერ გაამართლა, ვერ ვახერხებთ ცენტრალურ პარტიასთან კოალიცირ რეჟიმში მუშაობას, ამიტომ კოალიციის რიგებს ვტოვებთ“,- აცხადებენ „პრესა.ჯი“-სთან საუბარში ლანჩხუთში კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრები.
მათი ინფორმაციით " ქართულ ოცნებას" 50-მდე წევრი და მხარდამჭერი ტოვებს.
„პრესა.ჯი“ თბილისში „ქართული ოცნების“ სათაო ოფისს დაუკავშირდა, თუმცა კოალიციის 50 წევრის მიერ კოალიციის დატოვების ფაქტზე „ქართულ ოცნებაში“ კომენტარს არ აკეთებენ.
კოალიციის დატოვებით იმუქრებიან კახელი მეოცნებეებიც. მათი თქმით ახალი ხელისუფლების პირობებში კახელი გლეხისთვის არაფერი გაკეთებულა.