„ოცნების“ წარმომადგენლები ხონში, ბაქრაძის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლას ცდილობენ

  17:05:40     12-08-2013

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები "ნაციონალური მოძრაობის" საპრეზიდენტო კანდიდატის, დავით ბაქრაძის მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლას ცდილობენ.

ვაშაძის ინფორმაციით, "ხონში, კოალიცია "ქართული ოცნების" პარტიის ოფისთან მობილიზებულია ხალხი, რომელთა მთავარ მიზანს მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა წარმოადგენს.

ვაშაძე: "ხონში, "ქართული ოცნების" პარტიის ოფისთან მობილიზებულია ხალხი, რომელთა მიზანია, რომ ჩაშალონ დავით ბაქრაძის მოსახლეობასთან შეხვედრა, რაც ძალიან სამწუხარო ფაქტია, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ პრემიერის განცხადებას, რომ თითქოს ყველაზე საუკეთესო საარჩევნო გარემო ამ არჩევნების დროს უნდა ყოფილიყო.  

კიდევ ერთხელ მოვუწოდებ "ქართულ ოცნებას", რომ სჯობს დროულად, ნორმალურ საარჩევნო კალაპოტში შევიდეთ და მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ჩვენთვის ხელის შეშლას ნუ შეეცდებიან".