რატომ გადადგა ხარატიშვილი?

  13:38:29     12-08-2013

ცესკოს თავმჯდომარის გადადგომის შესახებ სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. ერთ-ერთი ვერსიით ის ზეწოლის შედეგად გახდა იძულებული თანამდებობა დაეტოვებინა. მეორე ვერსია ფინანსურ დარღვევებს უკავშირდება. 

ცესკოს პრესსამსახურში აცხადებენ რომ "3 საათზე საგანგებო ბრიფინგი გაიმართება". სავარაუდოდ, სწორედ ამ ბრიფინგზე განმარტავს ხარატიშვილი გადადგომის მიზეზებს. 

ხარატიშვილის გადადგომის ფაქტს ადასტურებს ცესკო-ს მდივანი გიორგი მჭედლიძე. მჭედლიძის განცხადებით, ხარატიშვილმა პარლამენტს შესაბამისი განცხადებით უკვე მიმართა. მისი თქმით მან განცხადება, გადადგომის თაობაზე, დღეს დაწერა.

„პრესა.ჯი“-ს კითხვაზე - რა გახდა მისი გადაგგომის მიზეზი ცესკო-ს მდივანმა პასუხის გაცემა არ ისურვა.