გამგებლის მოადგილე მოხუცი ცოლ-ქმარის დაჭრის მოტივზე საუბრობს

  18:22:44     06-08-2013

ახალქალაქის რაიონის სოფელ კუმარდოში მცხოვრები მოხუცი ცოლ-ქმარი: აირტაკ და ლუბა ზაქარიანები შურისძიების ნიადაგზე დაჭრეს. ეჭვმიტანილმა მოხუცებს ცივი იარაღით მიაყენა რამდენიმე ჭრილობა.

როგორც „პრესა.ჯი“-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, შალვა ბალახაძემ განუცხადა, ეჭვმიტანილს დაჭრილებთან ნათესაური კავშირი აკავშირებს.

გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, გასულ თვეს დაჭრილი ზაქარიანების შვილმა და შვილიშვილმა საკუთარი სიძე მოკლეს.

„ჩემი ინფორმაციით, დაახლოებით 20 დღის წინ, რუსეთში მცხოვრებმა ცოლის ძმამ და სიმამრმა მოკლეს სიძე. ახლა კი, შურისძიების მიზნით, მკოკლულის მამა მოხუც ცოლ-ქმარს თავს დაესხა და დანით ჭრილობები მიაყენა“, - განაცხადა ბალახვაძემ .

ახალქალაქის გამგებლის მოადგილის განცხადებით ეჭვმიტანილი დაკავებული, ხოლო დაზარალებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა - სტაბილურია.